ზუგდიდში პროპუტინური პარტიის ქართული მარშის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბედავა სპეცოპერაციის ადგილის მახლობლად ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს გიგი უგულავას და ევროპული საქართველოს აქტივისტებს დაუპირისპირდა.
გიორგი გაბედავამ, არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, ევროპული საქართველოს წევრებს "ზონდერები" უწოდა და მათ ადგილის დატოვება მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
დაპირპისპირების გამო პოლიციამ დააკავა ევროპული საქართველოს და ქართული მარშის თითო აქტივისტი.
ამ დროისთვის, სიტუაცია განმუხტულია.
უკვე რამდენიმე საათია, ზუგდიდში შეიარაღებულ თავდამსხმელს ბანკში მძევლები ჰყავს აყვანილი. ის ნახვარ მილიონ დოლარს ითხოვს.